ელიკო ბენდელიანი მშვიდობისა და კონფლიქტების მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი სფეროა მშვიდობის მშენებლობა, სამშვიდობო განათლება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და მათი მხარდაჭერა.
2022 წელს დაჯილდოვდა ბერტა ფონ ზუტნერის საერთაშორისო მშვიდობის პრემიით. ასევე, დაჯილდოებულია ახალგაზრდა ქალთა საერთაშორისო სამშვიდობო პრემიით „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამკვიდრებისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.“ ის “მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის” ერთ-ერთი დამფუძნებელია.