2015 წლის 14 – 22 აპრილს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტიუტის თანამშრომელი ელიკო ბენდელიანი, კავკასიური სახლის წარმომადგენელი გიორგი კანაშვილი, მაია ურუშაძე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური იმყოფებოდნენ უკრაინაში ადგილზე არსებული ვითარების შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქ. კიევშ, ქ. ხარკოვსა და ქ. ლვოვოში.