საქართველოს სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამშვიდობო პოლიტიკა და ნდობის აღდგენის პროცესი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის სრული მხარდაჭერით სარგებლობს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ქართული სამოქალაქო სექტორის მხრიდან. 


20-21 სექტემბერს, სასტუმრო  ბეტსი-ში გაიმართა ქართულ-სომხური საექსპერტო დიალოგის VI შეხვედრა სომეხი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით:  დიალოგის  თემა იყო: „საქართველო-სომხეთის ურთიერთობები: საკონსტიტუციო რეფორმები და საარჩევნო პროცესები“

შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა  ორ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე,  საკონსტიტუციო რეფორმებსა და საარჩევნო პროცესებზე.  მონაწილეების მიერ მოხდა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების შედარებითი ანალიზი და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.


2017 წლის 5 მაისს, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე:

„კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში : სახელმწიფო პოლიტიკის გამოწვევები“

შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ:

ზურაბ ბრაგვაძე - არქეოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი

ნიკოლოზ თუშაბრამიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

შეხვედრას მადერაციას უწევდა ნინო კალანდარიშვილi - ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე..


2017 წლის 26 აპრილს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე:

„შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე.”

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მიმართ არსებული მიდგომების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გამოკვეთა.

25 მარტს,  ქ. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

„რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთკავკასიაში“

შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ :

პაატა ზაქარეიშვილი - კონფლიქტოლოგი

ბექა ბაჯელიძე - (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი.

გიორგი ანდღულაძე - „დემოკრატ მესხთა კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი

13 მარტს, ზუგდიდის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში,  „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა:

„კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“

დისკუსიაზე მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ:
არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი
ვახტანგ ლომჯარია – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი
დავით ლოგუა – სახელმწიფო მართვის მაგისტრი

შოტლანდიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმსა და აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხებოდა დისკუსია, რომელიც გაიმართა 25 სექტემბერს კავკასიურ სახლში. დისკუსია ჩატარდა ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის (ISNC) ორგანიზებით.

17 დეკემბერს, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და  „კავკასიური სახლის“ ორგანიზებით ქ. მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა: „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“.

შეხვედრაზე მომხსენებლად მოწვეული იყვნენ:

არჩილ გეგეშიძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი;
ბექა ბაჯელიძე – ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) კავკასიის პროგრამის დირექტორი;
ლეილა სულეიმანოვა – აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის ხელმძღვანელი.


ყოველწლიური „ სამშვიდობო პრემია ახალგაზრდა ქალებისათვის კავკასიაში“ წელს ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს ელიკო ბენდელიანს გადაეცა.

დაჯილდოვების ცერემონია, 7 სექტემბერს ქ. ერევანში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატია დღეს“ ორგანიზებით.


„ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა“ და კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ -„კავკასიური სახლის“ ორგანიზებით 27 ივნისს, სასტუმრო „Holyday Inn“ გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „ქართულ-ოსურიურთიერთობები: კონფლიქტის საფასური და ნორმალიზაციის შესაძლებლობები “

შეხვედრის მიზანი იყო ქართულ-ოსური ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობის განხილვასა და არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება.