ნინო კალანდარიშვილი ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარეა. მისი საქმიანობა მოიცავს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, კონფლიქტის მხარეებს შორის სამოქალაქო დიალოგის პროცესების ხელშეწყობას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებთან მუშაობასა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის მხარდაჭერას.
როგორც მედიატორმა და ექსპერტმა, მან ორგანიზება გაუწია და მონაწილეობა მიიღო არაერთ პროექტში, რომელიც ეხებოდა კონფლიქტების მოგვარების პროცესებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში.