დევნილები https://www.admin.isnc.ge/ ka გამოსავლის ძიებაში: შესაძლებლობებიდან აუცილებლობამდე, დევნილთა პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა საქართველოში https://www.admin.isnc.ge/research/gamosavlis-dziebashi-shesadzleblobebidan-autsileblobamde-devnilta-politikuri-da-sotsialuri გამოსავლის ძიებაში: შესაძლებლობებიდან აუცილებლობამდე, დევნილთა პოლიტიკური და სოციალური მონაწილეობა საქართველოში admin <time datetime="2024-08-10T15:11:17+04:00" title="შაბათი, აგვისტო 10, 2024 - 15:11">შაბ, 08/10/2024 - 15:11</time>

Tags

კვლევა

სოციალური პოლიტიკა

დევნილები

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყნისათვის ყველაზე ტრავმატული აღმოჩნდა სეპარატიზმი და მისგან გამოწვეული კონფლიქტები. ამ კონფლიქტების შედეგად, ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედი საქართველოს ხელისუფლების კონტროლს გარეთ არის მოქცეული. აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალის რეგიონიდან კი ასიათასობით მოქალაქე, ძირითადად ეთნიკური ქართველები, იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი გახდა. დევნილობის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს – სიღარიბე, სტრესი, სტიგმა, დეპრივაცია. ახალგაზრდა და ქაოსით მოცულმა სახელმწიფომ, განსაკუთრებით პირველი ათწლეულის განმავლობაში, მათთვის ბევრი ვერაფერი გააკეთა.

სტიგმა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე დამოკიდებულება დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დევნილები დღეისათვის საგრძნობლად უფრო ინტეგრირებულები და დამოუკიდებლები არიან. სახელმწიფოც გაცილებით უფრო ეფექტურია და დევნილთა განსახლების მიმდინარე პროგრამით (მიუხედავად თავისი ხარვეზებისა), ამ მოქალაქეებისათვის ზრუნვა უფრო გრძელვადიანი და ღირსეული გახდა. მაგრამ სახელმწიფო, დევნილთათვის საკუთრების გადაცემის გარდა, დღესდღეობით ბევრს ვერაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დევნილი მოქალაქეები ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებული, აქტიური მოქალაქეები იყვნენ. დემოკრატიულ სისტემაში კი საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ინტერესების დაცვისათვის აქტიურობა აუცილებელია და შეუცვლელია.

ეს კვლევა მიზნად ისახავს, თავად დევნილთა თვალით დავინახოთ მათი სოციალური და პოლიტიკური მონაწილეობის საჭიროებები, შესაძლებლობები და პრობლემები, რათა ამის შედეგად უკეთ დაიგეგმოს მათი გადაწყვეტის გზები. ამ დროისათვის დევნილთა სოციალურ და პოლიტიკურ აქტივობაზე კვლევები და ანალიზი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ეს ანგარიში გამოადგება როგორც სახელმწიფო სტრუქტურებსა და დონორ ორგანიზაციებს, ისე თავად დევნილთა თემს და მის აქტიურ ნაწილს, უკეთ დაინახონ შესაძლებლობები.

Listing Image

file

4.pdf (8.61 მბ)

Sat, 10 Aug 2024 11:11:17 +0000 admin 166 at https://www.admin.isnc.ge 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში https://www.admin.isnc.ge/research/2014-clis-15-ivnisis-adgilobrivi-tvitmmartvelobis-archevnebis-dghis-sadamkvirveblo-misiis 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში admin <time datetime="2024-08-10T15:08:58+04:00" title="შაბათი, აგვისტო 10, 2024 - 15:08">შაბ, 08/10/2024 - 15:08</time>

Tags

კვლევა

დევნილები

არჩევნები

2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიში მომზადებულია დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „სინერგია - დევნილთა გაძლიერება თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტისა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ„სინერგიის“ მიერ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ (ზუგდიდი) მიერ სამეგრელოს რეგიონში. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“ (ზუგდიდი) და ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი და იგი არ გამოხატავს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციას.

Listing Image

file

3.pdf (1.92 მბ)

Sat, 10 Aug 2024 11:08:58 +0000 admin 165 at https://www.admin.isnc.ge თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისათვის https://www.admin.isnc.ge/research/tanabari-midgomebi-tanabari-shesadzleblobebisatvis-0  თანაბარი მიდგომები თანაბარი შესაძლებლობებისათვის admin <time datetime="2024-08-10T13:38:06+04:00" title="შაბათი, აგვისტო 10, 2024 - 13:38">შაბ, 08/10/2024 - 13:38</time>

Tags

კვლევა

დევნილები

ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC) დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელ „სინერგიასთან“ ერთად ახორციელებდა ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის მონიტორინგსა და დევნილი მოსახლეობის ინფორმირებას ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.

ქსელ “სინერგიის" აქტივობის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებულ ყველა პრიორიტეტსა თუ პროგრამაზე დევნილებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, დევნილ და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ თანაბარი მიდგომების დამკვიდრება. ასევე, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების სწორი დაგეგმარება და საერთო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გამოყოფილი წილის გაზრდა, დევნილი მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შემუშავების, დამტკიცების და განხორციელების პროცესში კანონით განსაზღვრული მექანიზმებითა და უფლებების გამოყენებით.

ზემოთაღნიშნული მიზნის მისაღწევად პირველ ეტაპზე დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები. ქსელის წევრებს და დევნილ აქტივისტებს ჩაუტარდათ ტრენინგები, სადაც ქსელის კონსულტანტმა საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში დავით ჭურაძემ (საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის უფროსი) ქსელის წევრებს გააცნო ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურები. ყურადღება გამახვილდა ბიუჯეტის მონიტორინგის მეთოდებზე, რომელიც ქსელის წარმომადგენლებს მისცემდა საბიუჯეტო პროცესზე დაკვირვების საშუალებას. შეხვედრაზე გამოიკვეთა რამდენიმე საადვოკატო თემა, რომელიც უნდა გადაწყვეტილიყო ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. საკითხები შეეხებოდა საბიუჯეტო პროცესს, იგპ–თა სოციალურ–ეკონომიკურ ინტეგრაციას და სამართლებრივ გაძლიერებას, მათ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, დევნილთა ჩართვას სამოქალაქო პროგრამებში და, შესაბამისად, მათ სამოქალაქო გააქტიურებას.

პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა პრიორიტეტული მუნიციპალიტეტები (ქ. ზუგდიდი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ქ. ფოთი, ქ. ქუთაისი და ქ. გორი), რომელთა 2015 წლის ბიუჯეტის პროექტებიც, შესწავლილ იქნა ქსელის წარმომადგენლების მიერ. ძირითადი ყურადღება გამახვილებულ იქნა 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე, რომლებიც იგეგმებოდა მუნიციპალიტეტების მიერ მათ ტერიტორიაზე მყოფი დევნილებისათვის. დაიგეგმა, რომ მომხდარიყო შემოსულობებისა და გადასახდელების გაანალიზება და მათ საფუძველზე დევნილთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავება; გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემისთვის თანაბარი უფლებების გავრცელების დაფიქსირება ბიუჯეტის ყველა პრიორიტეტსა თუ პროგრამაზე.

მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი კანონით დადგენილ ვადებში იქნა წარდგენილი საკრებულოებში, თუმცა მათი საჯაროდ გამოქვეყნება რამდენიმე დღიანი დაგვიანებებით განხორციელდა და პროექტები თავად ადგილობრივი ქსელის წევრების მიერ იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, საჯაროდ არ გამოქვეყნებულა რეგლამენტი – თუ როდის იგეგმებოდა ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოს შესაბამის კომისიებში.

ბიუჯეტების მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ჩვენს მიერ შერჩეული მუნიციპალიტეტების ძირითად პრიორიტეტებს 2015 წლისათვის წარმოადგენს:

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება;

მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვის სფერო და მისი გაუმჯობესება;

საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარება.

Listing Image

file

1_0.pdf (1.68 მბ)

Sat, 10 Aug 2024 09:38:06 +0000 admin 163 at https://www.admin.isnc.ge დევნილთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან https://www.admin.isnc.ge/news/devnilta-uplebebze-momushave-organizatsiebi-mdinare-engurze-momkhdar-tragedias-ekhmaurebian დევნილთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები მდინარე ენგურზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურებიან admin <time datetime="2024-07-29T14:14:14+04:00" title="ორშაბათი, ივლისი 29, 2024 - 14:14">ორშ, 07/29/2024 - 14:14</time>

Tags

განცხადება

დევნილები

მდინარე ენგური

7 აპრილს მედია საშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1]გავრცელებული ინფორმაციით გალის რაიონის მაცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამი მათგანი დაიღუპა ერთი ადამიანის ძებნა კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების არასათანადო დაცვის გამო. არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია ეხმიანებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს და იქ არსებულ კრიზისულ სიტუაციას[3] და მოუწოდებენ ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ.

Covid-19 ვირუსის პანდემიის შედეგად ენგურზე გამშვები პუნქტის გაუფრთხილებლად და, განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვამ მოსახლეობა ყველა საბაზისო და სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისზე წვდომას მოსწყვიტა. ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა სრულ იზოლაციაში და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცა, რადგან მათ არ ჰქონდათ სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა აუცილებელი სერვისებით სარგებლობის საშუალება.[4] აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული იყო ქმედითი ზომები პენსიების მისაღებად, კერძოდ ხიდთან გარკვეულ დროს მობილური ბანკის მანქანების მეშვეობით შესაძლებელია შესაძლებელი გახდა თანხის მიღება ან გალის ტერიტორიაზე რუსული ბანკის ბანკომატებით შესაძლებელია სარგებლობა.

საბაზისო სერვისების მისაღებად ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებამ, ახალი ბარიერი შექმნა მოსახლეობის ცხოვრებაში. ბარიერების გამო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისაგან თავის შეკავებამ ან/და ე.წ “საზღვრის” გვერდის ავლით გადმოსვლამ საფრთხე შეუქმნა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სხვა სახის უსაფრთხოებას. საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის და სოციალური დახმარებების მიღების მიზნით გამშვები პუნქტის ავლით, გამყოფი ზოლის უკონტროლო გადაკვეთას დღემდე, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.[5]

ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს მთავრობას:

❖ გამოიყენოს ყველა შესაძლო დიპლომატიური და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვისთვის;

- გადაიხედოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინის გავლის შესახებ და მოხდეს გამშვებ პუნქტებთან მოსახლეობისთვის PCR ტესტების ჩატარება, რაც უზრუნველყოფს მოსახლების დროულ და უსაფრთხო გადაადგილებას;

- მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ საზღვრისპირა რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების საჭიროებების დაკმაყოფილება;

❖ მოახდინოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, საბუთების მოწესრიგების და შეწყვეტილი სოციალური შემწეობების აღდგენის გამარტივებული ელექტრონული მექანიზმები.

საერთაშორისო ორგანიზაციებს:

❖ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეთა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეთა აქტიური ჩართულობით, სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკება არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილების საკითხზე;

❖ გააქტიურონ ძალისხმევა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი წარმომადგენლობის მიერ სადამკვირვებლო საქმიანობის განსახორციელებლად და ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმის შესაქმნელად

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს:

❖ დროულად გამოიძიოს მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამომწვევი მიზეზები და გამოკვეთოს პასუხისმგებელი პირები.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა"

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საია

კულტურულ-ჰუმანიტარულიფონდი “სოხუმი”

ნაციონალიზმისადაკონფლიქტებისკვლევისინსტიტუტი

ფონდი “აფხაზინტერკონტი”

მეწარმექალთაფონდი

ასოციაცია "მშვიდობიანიდასაქმიანიკავკასია"

“მშვიდობისადასამოქალაქოგანვითარებისცენტრი”

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ასოციაცია “საუნჯე”

ქალთა სამშვიდობო მორაობა “იმედი”

პედაგოგთა კავშირი “განათლება და სამყარო

კავკასიური დიალოგი

საზოგადოებრივი პროგრამების ფონდი

[1] ინტერპრესნიუსი, “ მდინარე ენგურიდან მაშველებმა 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ისინი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას გალიდან ცდილობდნენ”, 2021. ხელმისაწვდომია:https://bit.ly/3rXyp3p [ბოლო ნახვა 07.04.2021]

[2] სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31Wn8pD [ბოლო ნახვა 07.04.2021].

[3] საია-ს განცხადება,“ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა მდგომარეობა კვლავ საგანგაშოა“ 30.12.2019. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37ZcbGz [ბოლო ნახვა 07.0422021].

[4]ლაივპრესი, “სახლში, როგორც ციხეში - გალში ჩაკეტილები”, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3t1oXxe [ბოლო ნახვა 07.0422021].

[5] რეგინფო, “გალიდან ექიმთან ვიზიტისთვის გადმოსული ექთანი კოვიდსასტუმროში დაიღუპა”, 2021. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wA6gDb [ბოლო ნახვა 07.0422021].

Listing Image

Mon, 29 Jul 2024 10:14:14 +0000 admin 137 at https://www.admin.isnc.ge